"თალიბანმა" ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენება აკრძალა
03/11/2021 09:14:18 მსოფლიო
"თალიბანმა" ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენება აკრძალა, – იუწყება BBC.
"თალიბანის" განცხადებით, ეკონომიკური მდგომარეობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით საჭიროა, ყველა ავღანელმა ადგილობრივი ვალუტა, ავღანი გამოიყენოს.
BBC-ის ცნობით, ამერიკული დოლარი ავღანეთის ბაზარზე ხშირად გამოიყენებოდა. ასევე დოლარია ძირითადი სავაჭრო ვალუტა ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად პაკისტანში.
„ისლამური ემირატები ყველა მოქალაქეს, მაღაზიის მფლობელს, მოვაჭრეს, ბიზნესმენსა და მთლიან საზოგადოებას ავალებს, ყველა ტრანზაქცია ავღანში განახორციელოს და მკაცრად შეიკავოს თავი უცხოური ვალუტის გამოყენებისგან. ყველას, ვინც დაარღვევს ამ ბრძანებას, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება“,-ნათქვამია "თალიბანის" პრეს–სპიკერ ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებაში.


