Accentnews.ge
გენდერულმა საბჭომ პაპუაშვილის მიერ ბოკუჩავას გამოყვანაში გენდერის ნიშნით ძალადობა ვერ დაადგინა

გენდერულმა საბჭომ პაპუაშვილის მიერ ბოკუჩავას გამოყვანაში გენდერის ნიშნით ძალადობა ვერ დაადგინა

03/11/2021 08:58:09 საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის გენდერულმა საბჭომ იმსჯელა "ქართული ოცნების" წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის პარლამენტის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გამოყვანაზე და გენდერული ნიშნით ძალადობა ვერ დაინახა.

"საბჭომ იმსჯელა ამ თემაზე, განსხვავებით სხვა საბჭოებისგან და ჩვენ დავადგინეთ, რომ მიზანმიმართულად ქალის მიმართ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. თუმცა, მე ვისურვებდი, თითოეულ შემთხვევაში პარლამენტის ნებისმიერი წევრი, ეს იქნება ჩემი კოლეგა მმართველი გუნდიდან, თუ განსაკუთრებით ოპოზიციიდან, რომლებიც გამოირჩევიან დიდი აგრესიით, პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების განვითარების მნიშვნელობას და იმ მაგალითს ნუ მისცემენ პარლამენტში, რომელიც შემდგომ არ უნდათ საზოგადოებამ გადააკოპიროს", - განაცხადა გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

18 ივლისს პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციისა და ჟურნალისტების პროტესტს, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა, უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა იგი ძალის გამოყენებით გამოიყვანა ტერიტორიიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S