Accentnews.ge
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

03/11/2021 06:58:28 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 6000–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

დღე ღამის განმავლობაში დაავადება 6024 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 818 პირი.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 291 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 465 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 826 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.46%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 2 237 შემთხვევა,
  • აჭარა - 229,
  • იმერეთი - 1 148,
  • ქვემო ქართლი - 417,
  • შიდა ქართლი - 508,
  • გურია - 183,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401,
  • კახეთი - 553,
  • მცხეთა-მთიანეთი - 124,
  • სამცხე-ჯავახეთი - 163,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 61.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 114 საიდანაც: 6 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 490, აჭარაში - 529, იმერეთში - 1 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 588 პირი, მათ შორის, თბილისში - 600, აჭარაში - 109, იმერეთში - 499. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 337 პირი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 40, იმერეთში - 33. 1 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 - თბილისში, 206 - აჭარაში. 41 477 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 2 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 770 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S