
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 6000–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
03/11/2021 06:56:05 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 6000–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
დღე ღამის განმავლობაში დაავადება 6024 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 818 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 291 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 465 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 826 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.46%.