აშშ–ის CDC–მ 5 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში "ფაიზერის" ვაქცინით აცრას მხარი დაუჭირა
03/11/2021 06:10:07 მსოფლიო
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) „ფაიზერის“ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის 5-11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა.
როგორც CDC–ში აცხადებენ, კორონავირუსის გავრცელების ბოლო ტალღის დროს ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა, რაც გამოწვეულია კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენების ავტორიზაცია კორონაირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდამტეხ მომენტად შეაფასა:
"მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიყვანონ ბავშვები აფთიაქებში, პედიატრიის კაბინეტებში, სკოლებში და სხვა ადგილებში ვაქცინაციისთვის.
ქვეყანაში 5-11 წლის ასაკის ბავშვების აცრა ოთხშაბათიდან დაიწყება.


