Accentnews.ge
"ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტი "ტვ პირველს" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

"ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტი "ტვ პირველს" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

02/11/2021 18:00:19 პოლიტიკა

"ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტი "ტვ პირველს" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"ტვ პირველი" იტყუება და ჰედლაინად გამოაქვს ფრაზა, რასაც ატვირთულ ვიდეოში მამუკა მდინარაძე საერთოდ არ ამბობს!!! კერძოდ - ტყუილია, თითქოს მდინარაძემ თქვა - „სააკაშვილი თუ არ მოკვდება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქ–გვერდი „სინამდვილეში" წერს.

როგორც ფეისბუქ–გვერდზეა აღნიშნული, სინამდვილეში ფრაზა - "თუ არ მოკვდება", „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს არც ამ და არც სხვა ინტერვიუში არასდროს უხსენებია.

„ტვ პირველი იტყუება და ჰედლაინად გამოაქვს ფრაზა, რასაც ატვირთულ ვიდეოში მამუკა მდინარაძე საერთოდ არ ამბობს!!! კერძოდ - ტყუილია, თითქოს მდინარაძემ თქვა - „სააკაშვილი თუ არ მოკვდება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება“. სინამდვილეში ფრაზა - "თუ არ მოკვდება", მამუკა მდინარაძეს არც ამ და არც სხვა ინტერვიუში არასდროს უხსენებია!!! ის ამ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობით მანიპულაციაზე საუბრობს და კვლავ მოუწოდებს მას, მისცეს იუსტიციის სამინისტროს პერსონალური მონაცების გასაჯაროების შესაძლებლობა...“ - ნათქვამია ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S