
ჰონგ-კონგის აეროპორტში მთავრობის ძალადობას ცალი თვალის ახვევით აპროტესტებენ
13/08/2019 04:03:36 სხვა, მსოფლიო
ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა გაუქმდა მას შემდეგ, რაც ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა აეროპორტის ტერიტორია დაიკავეს.
პროტესტის მონაწილეების უმეტესობამ ცალი თვალი აიხვია, რათა სოლიდარობა გამოუცხადონ ქალს, რომელმაც რეზინის ტყვიით მხედველობა დაკარგა.
აეროპორტის კედლებსა და კონსტრუქციებზე აქციის მონაწილეებმა წითლად, ინგლისურ და ჩინურ ენაზე დაწერეს: "თვალი თვალის წილ".