Accentnews.ge
ვის გაუძვირებს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ბუნებრივი აირის ტარიფს პირველი დეკემბრიდან

ვის გაუძვირებს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ბუნებრივი აირის ტარიფს პირველი დეკემბრიდან

02/11/2021 12:24:03 საზოგადოება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1 მ3 ბუნებრივი აირის ტარიფი 20 თეთრით გაძვირდება.

კომპანიის ცნობით, გაზის ტარიფი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის.

დღემდე 1 მ3 ბუნებრივი აირის მოხმარების ფასი 95 თეთრი იყო, 2021 წლის პირველი დეკემბრიდან კი 1 ლარი და 15 თეთრი იქნება დღგ-ს ჩათვლით.

„არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული", – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S