Accentnews.ge
ბანკები მომხმარებლებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებენ

ბანკები მომხმარებლებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებენ

02/11/2021 09:26:56 საზოგადოება

TBC ბანკი მომხმარებლებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. კერძოდ, როგორც კომპანიის შეტყობინებებშია აღნიშნული, თაღლითობის მიზნით, რუსულ ენაზე მომხმარებლებთან ბანკის სახელით სატელეფონო ზარები ხორციელდება.

TBC მომხმარებლებს მოუწოდებს, არ გადასცენ პერსონალური მონაცემები და საეჭვო ფაქტის დაფიქსირებსითანავე შეტყობინონ სამართალდამცავ ორგანოებს:

"გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბანკის სახელით ხორციელდება თაღლითური ზარები რუსულ ენაზე, ზოგ შემთხვევაში ბანკის მსგავსი ნომრიდან. ასეთ დროს არ გადასცეთ თქვენი პერსონალური საბანკო ინფორმაცია თაღლითებს. ფაქტის დადგომისთანავე აცნობეთ სამართალდამცავ ორგანოებს და დაგვიკავშირდით TBC-ს ოფიციალურ არხებში".

ანალოგიური შინაარსის გაფრთხილებას ავრცელებს "ლიბერთი ბანკიც":

"ბოლო პერიოდში თაღლითური ჯგუფები ბანკის იდენტური ნომრებით ახორციელებენ ზარებს და ითხოვენ პერსონალურ და საბანკო ინფორმაციას. გაითვალისწინეთ, ბანკი არასდროს მოგთხოვთ: ბარათის ნომერს, CVV კოდს და პაროლს. თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - მსგავსი ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით 032 2 55 55 00"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S