ბაიდენი: "კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება"
02/11/2021 05:47:47 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.
„უქმად ყოფნისა და ერთმანეთში კამათის დრო აღარ არის. კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება და უმოქმედობის საფასური ყოველ დღე იზრდება", – განაცხადა ბაიდენმა გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, შეერთებული შტატები შეასრულებს თავის დაპირებას და 2030 წლის ბოლომდე სათბურის გაზების გამონაბოლქვს 50 %-ით შეამცირებს.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.
გარდა ამისა, ბაიდენმა მოიბოდიშა იმის გამო, რომ მისი წინამორბედის პრეზიდენტობის დროს აშშ-მა პარიზის შეთანხმება დატოვა.


