
FACEBOOK ახალ სერვისს ამატებს
13/08/2019 05:03:50 სხვა, მსოფლიო
სოციალური ქსელი Facebook საკუთარ საიტზე ახალი ამბების გრაფას ამატებს.
„Wall Street Journal“-ის ინფორმაციით, პროექტი 2019 წლის ბოლოდან ჩაეშვება.
საუბარია, სოციალურ ქსელში მედია პლატფორმაზე, რომელიც მომხმარებელს სანდო, გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას შესთავაზებს.
ახალი ამბების გავრცელების საკუთარ ვერსიასთან დაკავშირებით მარკ ცუკერბერგმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა.