ინდონეზიაში “სინოვაკის“ ვაქცინის 6-11 წლის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცეს
01/11/2021 10:51:41 მსოფლიო
ინდონეზიამ ჩინური კომპანია “სინოვაკის“ ვაქცინის 6-11 წლის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"ბავშვების ვაქცინაცია გადაუდებელი საკითხია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკლასო ოთახებში სწავლა დაიწყო", - განაცხადა ინდონეზიის საკვებისა და მედიკამენტების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პენი ლუკიტომ.
ცნობისთვის: დღემდე ინდონეზიაში “სინოვაკის“ ვაქცინით 12 წლისა და უფროსი ასაკის პირებს ცრიდნენ. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 27%-ია ვაქცინირებული.


