Accentnews.ge
რუსეთში „მიუ“ და „ლამბდა“ შტამებით დაინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა

რუსეთში „მიუ“ და „ლამბდა“ შტამებით დაინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა

01/11/2021 10:29:46 მსოფლიო

რუსეთში "კოვიდ–19"–ის „მიუ“ შტამით ინფიცირების ერთი და „ლამბდა“ შტამით ინფიცირების 3 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ ეპიდემიოლოგიის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ვასილ აკიმკინმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის როგორც რუსეთში, ასევე მსოფლიოში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი კვლავ დომინანტურია.

„ლამბდა“ ვარიანტის პირველი შემთხვევა პერუში მიმდინარე წლის ივლისში გამოვლინდა. იაპონიაში ჩატარებული ერთ-ერთი წინასწარი ლაბორატორიული კვლევის თანახმად, „ლამბდა“ ვარიანტში სპეციფიკურმა მუტაციებმა მას შეიძლება საშუალება მისცეს, უფრო გადამდები და ვაქცინების მიმართ უფრო რეზისტენტული გახდეს, რაც შეეხება „მიუ“ ვარიანტს, ის პირველად კოლუმბიაში, მიმდინარე წლის იანვარში დააფიქსირეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S