Accentnews.ge
ქუთაისის მერიასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტები დააკავეს

ქუთაისის მერიასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტები დააკავეს

01/11/2021 09:32:20 საზოგადოება

ქუთაისში, მერიის წინ სარფიდან მომავალი აქტივისტები დააკავეს. ისინი მერიის წინ „თავისუფლება მიშას“ დაწერას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, მათ მერიასთან მყოფმა პირმა წარწერის გასაკეთებელი საღებავი „მოპარა“ და ისინი საღებავის დაბრუნებას ითხოვდნენ, რა დროსაც სიტუაცია დაიძაბა და პოლიციამ აქტივისტები დააკავა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის მხარდამჭერებმა სარფიდან რუსთავის მე-12 საპყრობილებემდე მსვლელობა 23 ოქტომბერს დაიწყეს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S