
პუტინს პროკურატურაში უჩივლეს
12/08/2019 18:50:31 სხვა, მსოფლიო
ვლოდივოსტოკელმა იურისტმა მაქსიმ ჩუხუნოვმა სევატოპილის ავტოინსპექციას სთხოვა, რუსეთის პრეზიდენტს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრონ მოტოციკლის ჩაფხუტის გარეშე მართვის გამო.
როგორც იურისტი განმარტავს, 10 აგვისტოს „მოქალაქე ვლადიმირ პუტინი დაუდგენელ პირებთან ერთად მოტოციკლს ჩაფხუტის გარეშე მართავდა".
ამასთან, ლიპეცკის საოლქო საბჭოს დეპუტატმა ოლეგ ხომუტინკოვმა ამავე მიზეზის გამო გენერალურ პროკურატურას მიმართა.
კრემლში, ავტოინქსპექციასა და გენერალურ პროკურატურაში ამ თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
პუტინი მოტოციკლით ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში ჩავიდა და ბაიკერების შოუს დაესწრო.