სომხეთში 12 წლის ზემოთ ბავშვებს "მოდერნას" ვაქცინით აცრიან
01/11/2021 08:31:24 მსოფლიო
სომხეთში 12 წლის ზემოთ ბავშვებს "მოდერნას" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან.
ბავშვები მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობის საფუძველზე აიცრებიან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის ხელისუფლება ვაქცინაციის დაბალი ტემპის დაძლევის გზას იმუნიზაციის პროცესის გაფართოებაში ხედავს.


