Accentnews.ge
საქართველოში "ასტრაზენკას" ვაქცინით აცრები შეჩერდა

საქართველოში "ასტრაზენკას" ვაქცინით აცრები შეჩერდა

01/11/2021 08:12:57 საზოგადოება

საქართველოში „ასტრაზენეკას“ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეჩერდა. დღეიდან იმ პირებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრა, ალტერნატიულ ვაქცინებს– “ფაიზერს“, „სინოფარმს“ ან „სინოვაკს“ შესთავაზებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შემოტანილ „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს ვადა გაუვიდა.

მისი ინფორმაციით, ძირითადად აუთვისებელი დარჩა დონაციის გზით მიღებული "ასტრაზენეკას" დოზები. მისი თქმით, სავარაუდოდ, საუბარია, 15 ათასამდე აუთვისებელ დოზაზე.

24 ოქტომბრის მონაცემებით, „ასტრაზენეკათი“ საქართველოში ერთი დოზით აიცრა 61 456 ადამიანი, მათგან მეორე დოზა მიიღო 58 689 ადამიანმა.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში მიმდინარე წლის 15 მარტს სწორედ „ასტრაზენეკათი“ დაიწყო. ამ ვაქცინით შესაძლებელი იყო 45 წლის და უფროსი ადამიანების ვაქცინაცია.

სადღეისოდ ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. სრულად ვაქცინირებულია 939 711 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.9%. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლოსთვის, საქარველოში მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ყოფილიყო სრულად ვაქცინირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S