Accentnews.ge
თბილისი და 5 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 5 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

01/11/2021 07:49:01 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი დაიღუპა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 2141 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5081 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 141 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 928 შემთხვევა,
  • აჭარა – 99,
  • იმერეთი – 401,
  • ქვემო ქართლი – 145,
  • შიდა ქართლი – 105,
  • გურია – 34,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 128,
  • კახეთი – 221,
  • მცხეთა-მთიანეთი – 31,
  • სამცხე-ჯავახეთი – 40,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ცხრა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 674, საიდანაც: 6 575 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 500, აჭარაში – 537, იმერეთში – 1 405. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 605 პირი, მათ შორის, თბილისში – 578, აჭარაში – 140, იმერეთში – 500.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში – 179, აჭარაში – 40, იმერეთში – 34. 1 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 688 – თბილისში, 189 – აჭარაში. 38 008 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – ორი.

2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 269 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 891 ადამიანი“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S