„ჯოკერის“ ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა ტოკიოში 17 ადამიანი დაჭრა
01/11/2021 06:19:01 მსოფლიო
„ჯოკერის“ ფორმაში ჩაცმული მამაკაცი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, სამგზავრო მატარებელში მგზავრებს დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა 17 ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთი მათგანი, 60 წლამდე მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ეჭვმიტანილი დაკავებულია. თავდასხმის მოტივი ჯერ–ჯერობით უცნობია.


