Accentnews.ge
თეთრი სახლის პრეს–სპიკერს კორონავირუსი დაუდასტურდა

თეთრი სახლის პრეს–სპიკერს კორონავირუსი დაუდასტურდა

01/11/2021 06:16:47 მსოფლიო

თეთრი სახლის პრეს–სპიკერ ჯენ ფსაკის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან კონტაქტი ბოლოს სამშაბათს ჰქონდა, მისგან დაახლოებით 1.8 მეტრის დაშორებით იდგა და ორივეს პირბადე ეკეთა.

ფსაკი პრეზდენტს რომსა და გლაზგოში არ გაჰყვა რადგან მისი ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ოთხშაბათიდან კარანტინში გადავიდა. ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ ვაქცინირებულია და ვირუსის მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტესტი ჯო ბაიდენს გაუკეთეს და მას ვირუსი არ დაუდასტურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S