
ტიკარაძე განმარტავს, განიხილება თუ არა დამატებითი შეზღუდვების დაწესება
31/10/2021 16:09:49 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება.
"დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრი მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 624 ადამიანი, გარდაიცვალა 42 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 715 865 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 655 129 გამოჯანმრთელდა, 10 003 ადამიანი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 974 521 აცრა, დღიურად აცრილია 4 151.