
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
31/10/2021 06:57:05 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3382 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5389 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 287 შემთხვევა,
- აჭარა - 141,
- იმერეთი - 664,
- ქვემო ქართლი -292,
- შიდა ქართლი - 219,
- გურია - 65,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი -197,
- კახეთი - 352,
- მცხეთა-მთიანეთი - 76,
- სამცხე-ჯავახეთი -69,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 658 საიდანაც:
6 468 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 453, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 395.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 594 პირი, მათ შორის, თბილისში - 586, აჭარაში - 130, იმერეთში - 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 40, იმერეთში - 34.
1 093 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 683 - თბილისში, 189 - აჭარაში.
41 097 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 30 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 524 ადამიანი.