
თვითმმართველობის არჩევნების II ტურში უბანზე ნაკლები ადამიანი მივიდა, ვიდრე I ტურში
30/10/2021 17:50:01 პოლიტიკა, საზოგადოება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 20:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49,09% (1 025 406 ამომრჩეველი) შეადგინა, რაც პირველი ტურის მონაცემს ჩამორჩება: პირველ ტურში აქტივობა 51,92% იყო.
აქტივობა ქალაქების მიხედვით:
- თბილისი - II ტური 47,7% (478 642 ამომრჩეველი); I ტური 49,1% (492 517)
- ქუთაისი - II ტური 45,45 % (69 871); I ტური 44,53% (68 509)
- ბათუმი - II ტური 52%(76 944); I ტური 52,36% (77 494)
- ფოთი - II ტური 49,7% (20 392); I ტური 52,01% (21 353)
- რუსთავი - II ტური 49,63 % (53 044); I ტური 48,7% (52 054)
- ზუგდიდი - II ტური 45,28% (54 242); I ტური 43,9% (52 615)
ცნობისთვის: ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 4 დიდ ქალაქშ "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ.
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურის ეგზიტპოლის თანახმად კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები იმარჯვებენ.
დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევდნენ.