
"დღეს მომავალს ვირჩევთ" – ილია მეორემ ხმა მისცა
30/10/2021 12:10:37 საზოგადოება
თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მისი განცხადებით, დღეს საქართველო მომავალს ირჩევს.
„დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს, იმედით ვართ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს საქართველო. იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა“, - განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა გადასატანი ყუთის საშუალებით ისარგებლა.
ხმის მიცემის პროცედურა საპატრიარქო რეზიდენციაში ჩატარდა.