Accentnews.ge
ოთხი საათის განმავლობაში ხმა 358 782 ამომრჩეველმა მისცა

ოთხი საათის განმავლობაში ხმა 358 782 ამომრჩეველმა მისცა

30/10/2021 09:04:02 საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 12:00 სთ–ისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17,18% (358 782 ადამიანი) შეადგინა. პირველ ტურში აქტივობა 17,72% იყო.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. აქ საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 24.6 პროცენტს.

ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-მთიანეთშია – 13.2 %.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქტივობა 16.5 პროცენტს შეადგენს, რაც 164 929 ამომრჩეველია.

თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა დიდუბის ოლქი 17,7 პროცენტით, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა – 14,8 % ისანშია.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეეტში მიმდინარეობს, სადაც მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S