
10:00 სთ–ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 7.38% შეადგინა
30/10/2021 07:26:44 საზოგადოება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 7.38% შეადგინა, რაც 154 163 ამომრჩეველია.
ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირებულია რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი - მცხეთა-მთიანეთში.
ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათამდე გასტანს. 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.