Accentnews.ge
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

30/10/2021 07:18:55 საზოგადოება

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქსა და ორ რეგიონში გამვლინდა. კერძოდ:

  • თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა,
  • აჭარა – 154,
  • იმერეთი – 871,
  • ქვემო ქართლი – 324,
  • შიდა ქართლი – 324,
  • გურია – 118,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 316,
  • კახეთი – 577,
  • მცხეთა-მთიანეთი – 83,
  • სამცხე-ჯავახეთი -133,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 707 საიდანაც: 6 377 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 407, აჭარაში – 522, იმერეთში – 1 345.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 593 პირი, მათ შორის, თბილისში – 583, აჭარაში – 132, იმერეთში – 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი, მათგან თბილისში – 175, აჭარაში – 42, იმერეთში – 31.

1 086 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 – თბილისში, 188 – აჭარაში.

43 244 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – ხუთი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 29 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 269 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 404 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S