Accentnews.ge
საქართველოში კოვიდის მსხვერპლთა რაოდენობამ 10 000–ს გადააჭარბა

საქართველოში კოვიდის მსხვერპლთა რაოდენობამ 10 000–ს გადააჭარბა

30/10/2021 06:57:55 საზოგადოება

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 624 ადამიანი, გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 815 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 603, „პისიარ“ ტესტით – 24 212.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:

  • დღიური – 8,26%,
  • ბოლო 14 დღის – 8,96%,
  • ბოლო 7 დღის – 8,82%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 715 865 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 655 129 გამოჯანმრთელდა, 10 003 ადამიანი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 974 521 აცრა, დღიურად აცრილია 4 151.

კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 377 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 086 პირი.

27 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 627 პაციენტი, გარდაიცვალა 45.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S