"ვაშინტონმა 55 რუს დიპლომატს მოსთხოვა ქვეყნის დატოვება"
29/10/2021 22:21:59 მსოფლიო
აშშ-მა მოითხოვა, რომ კიდევ 55-მა რუსმა დიპლომატმა და ადმინისტრაციულ - ტექნიკურმა თანამშრომელმა დატოვოს ქვეყანა მომავალ თვეებში, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„არსებითად ეს გაძევებას ნიშნავს“,- განაცხადა ზახაროამ და დასძინა, რომ დიპლომატების გაძევება გააუარესებს ვითარებას დიპლომატიურ „ფრონტზე.“
მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან ახლა რუსეთში 130 ადამიანი მუშაობს, ხოლო რუსეთის მისიებში ვაშინგტონსა და ორ საკონსულოში, ჰიუსტონსა და ნიუ-იორკში, 200-ზე ნაკლები.
15 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შესახებ, რაც სხვათა შორის, 10 რუსი დიპლომატის გაძევებას გულისხმობდა.მეორე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, საპასუხო ნაბიჯის სახით ასევე ათი ამერიკელი დიპლომატის გაძევება გამოაცხადა.
აგვისტოს დასაწყისში აშშ-მა იმ რუს დიპლომატებს, რომლებსაც ვიზა უთავდებოდათ, გამგზავრება სთხოვა. აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის თანახმად, საქმე ეხებოდა 24 დიპლომატს.


