
მოლდოვას მთავრობამ და "გაზპრომმა" შეთანხმებას მიაღწიეს
29/10/2021 20:06:38 მსოფლიო
მოლდოვას მთავრობამ და რუსეთის სახელმწიფო კომპანია "გაზპრომმა" შეთანხმებას მიაღწიეს ბუნებრივი აირის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის 1 ნოემბრიდან ხუთი წლით გახანგძლივების შესახებ.
"გაზრომმა" განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია „ორივე მხარისთვის სასარგებლო“ პირობებით.
მოლდოვამ გასულ კვირაში ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას მერე, რაც "გაზპრომთან" მის შეთანხმებას ვადა გაუვიდა და მათ შორის შეთანხმება ფასებზე და ვადებზე ვერ მოხერხდა.
რუსეთი ემუქრებოდა მოლდოვას, რომ შეუწყვეტდა აირის მიწოდებას წლის ბოლოსთვის, თუ მანამდე ხელშეკრულების ვადა არ გაგრძელდებოდა. მოლაპარაკება მოლდოვის დელეგაციასა და "გაზრომს" შორის სანქტ პეტერბურგში 29 ოქტომრებს დასრულდა „პრინციპული შეთანხმებით“, რომლის მიხედვით, რუსეთის კომპანიასა და "მოლდოვაგაზს" შორის ადრინდელი ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა „მოლდავური მხარის მიერ შეთავაზებული ფორმულის თანხმად“- იტყობინება მოლდოვას ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
სამინისტრომ "ფეისბუკით" გაავრცელა ცნობა, რომ „ახალი ხელშეკრულებით გაზის მიწოდების განახლება მოსალოდნელია 2021 წლის 1 ნოემბრიდან“.