Accentnews.ge
ბაიდენს რომის პაპთან უჩვეულოდ ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდა

ბაიდენს რომის პაპთან უჩვეულოდ ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდა

29/10/2021 14:35:22 მსოფლიო

29 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ევროპაში გადატვირთული ხუთდღიანი ვიზიტი დაიწყო ვატიკანში, სადაც მას და პაპ ფრანცისკეს უჩვეულოდ ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდათ.

ბაიდენმა და პაპმა ფრანცისკემ კოვიდ-19-ის პანდემიის, კლიმატის ცვლილების, სიღარიბისა და სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის შესახებ ისაუბრეს.

უცნობია, მოიცავდა თუ არა ბაიდენის პაპთან აუდიენცია სადავო საკითხს აბორტების შესახებ. ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს აბორტის უფლებას, რაც ეწინააღმდეგება კათოლიკური ეკლესიის პოზიციას.

ვატიკანის გავრცელებული ცნობის მიხედვით, ბაიდენმა პაპ ფრანცისკეს ნაქსოვი სამოსელი, ანუ ლიტურგიული შესამოსელი აჩუქა, რომელიც 1930 წელს იყო დამზადებული პაპის ცნობილი მკერავი გამარელის მიერ ამერიკაში, პაპის იეზუიტების ორდენის მიერ გამოიყენებოდა. შესამოსელი წმინდა სამების ეკლესიის არქივში, ვაშინგტონში ინახებოდა. ეს ის ეკლესიაა, რომლის მრევლიც ბაიდენების ოჯახია.

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომ ისინი პაპის სახელით ქველმოქმედებისთვის გადარიცხავენ თანახას.

საჩუქარი პრეზიდენტმა ბაიდენმაც მიიღო. პაპმა მას ერთ-ერთი პილიგრიმის ხატი და პაპის ძირითადი სწავლებების კოლექცია გადასცა.

ბაიდენის წინამორბედის, დონალდ ტრამპის, შეხვედრა რომის პაპთან 2017 წელს დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა, ასევე ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, დაახლოებით 50 წუთი გაატარა ფრანცისკესთან 2014 წელს.

ბაიდენი მეორე კათოლიკეა, რომელსაც პრეზიდენტის პოსტი უკავია, ჯონ ფ. კენედის შემდეგ, რომელიც 1961-63 წლებში იყო აშშ-ის პრეზიდენტი.

„დიდი ოცეულის“ ორდღიანი სამიტი 30 ოქტომბერს დაიწყება იტალიის დედაქალაქში. ბაიდენი ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის უნდა შეხვდეს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. ჯეიკ სალივანმა, მრჩეველმა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საკითხებში, განაცხადა, რომ შეხვედრა "მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს", რადგან ორივე პოლიტიკოსი ისწრაფვის განმუხტონ დაძაბულობა აშშ-ის უშიშროების პაქტის დარღვევის შემდეგ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის მორიგებით წყალქვეშა ნავების შესახებ, რითაც საფრანგეთმა ზარალი ნახა და უკმაყოფილება გამოხატა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S