
წულუკიანმა “მთავარ არხს” მიკროფონი დაუბრუნა
29/10/2021 11:55:29 პოლიტიკა, საზოგადოება
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარ არხს” წართმეული მიკროფონი დაუბრუნა.
"ნახეთ მე რა მაქვს? სად არის ემა? ემას არ აქვს ჩემთან მოსასვლელი პირი, მაგრამ ეს წაუღეთ, როგორც თქვენი მარცხის ნიშანი. თქვენ გააყალბეთ კვლევა და მოატყუეთ ხალხს და შემდეგ გაწყვიტეთ IPSOS-თან კონტრაქტი", - მიმართა წულუკიანმა "მთავარი არხს".
წულუკიანმა ტელეკომპანიის ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი სენაკის თეატრში 22 ივლისს წაართვა იმ დროს, როცა ჟურნალისტი მასთან მივიდა და კითხვა დაუსვა. ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს იუსტიციის მინისტრისთვის მიკროფონი არ გამოურთმევიათ.
იმავე დღეს წულუკიანი გოგოხიასთვის წართმეული მიკროფონით თეატრის სცენაზე ავიდა და შემდეგი განაცხადა:
“ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები, მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ, როცა 3 ოქტომბერს დილით ესენი სამუდამოდ ჩაეყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი”.
მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ხვალ ქვეყანაში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურები ჩატარდება.