Accentnews.ge
ბოლო 7 დღეში საქართველოში 218 სკოლა და 415 ცალკეული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ბოლო 7 დღეში საქართველოში 218 სკოლა და 415 ცალკეული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

29/10/2021 11:10:45 საზოგადოება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 7 დღეში დისტანციურ სწავლებაზე ქვეყნის მასშტაბით 218 სკოლა და 415 ცალკეული კლასი გადავიდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ საანგარიშო პერიოდში Covid-19 მასწავლებლების 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს დაუდასტურდა.

„ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 218 სკოლა და ცალკეული 415 კლასი, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ასევე შედარებით დაბალი მაჩვენებელია. მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ვაქცინაციის პროცესი კვლავ გრძელდება. ამ ეტაპისთვის აცრილია მათი 69,6%. სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 142 მასწავლებელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გამოვლენისთანავე ხდება ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისადა სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“ – აცხადებენ სამინისტროში.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 43 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S