
ბასილაშვილი კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს
29/10/2021 09:07:10 პოლიტიკა, საზოგადოება
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის მერობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს.
ბასილაშვილის მხარდამჭერი ვიდეო "ფეისბუქში" მმართველი პარტიის გვერდზე გამოქვეყნდა.
„მე მინდა, მხარი დავუჭირო ძალიან პროფესიონალ, შრომისმოყვარე ადამიანს, ძალიან კარგ პიროვნებას და ძალიან ღირსეულ სპორტსმენს. წარმატებები, კახი!” – აცხადებს ბასილაშვილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია. 2020 წლის მაისში იგი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით იგი 100000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საქმეზე სასამართლო განხილვები ჯერ–ჯერობით არ დასრულებულა.