Accentnews.ge
რუსეთმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის ენერგობლოკის მშენებლობის ლიცენზია მიიღო

რუსეთმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის ენერგობლოკის მშენებლობის ლიცენზია მიიღო

29/10/2021 08:31:26 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია "როსატომმა" თურქეთში ატომურ ელექტროსადგურ "აკკუიუს" № 4 ენერგობლოკის მშენებლობის ლიცენზია მიიღო.

"ატომური რეგულირების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაეცა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო კომპანია "აკკუიუ ნუკლეარისთვის" ლიცენზია № 4 ენერგობლოკის ასაშენებლად. ლიცენზიის მიღება შესაძლებლობას იძლევა, ენერგობლოკზე ყველა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაო დაიწყოს, ატომური უსაფრთხოების ობიექტების ჩათვლით", - იუწყება რუსული მედია "აკკუიუ ნუკლეარის" პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ცნობისთვის: "როსატომი" ამ პროექტის №4 ენერგობლოკის მშენებლობა-მონტაჟის ნაწილში კონტრაქტორად გვევლინება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S