Accentnews.ge
ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის კოვიდ-პასპორტები აღიარა

ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის კოვიდ-პასპორტები აღიარა

29/10/2021 08:00:14 მსოფლიო

ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის კოვიდ-პასპორტები აღიარა.

„სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გაცემული კოვიდ–სერტიფიკატები ევროკავშირის ციფრულ კოვიდსერტიფიკატებთან გათანაბრდა. ეს ორი ქვეყანა შეუერთდება ევროკავშირის სისტემას და მათ მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატები მიღებული იქნება ევროკავშირში იმავე წესით, როგორც ეს ევროკავშირის მიერ გაცემული სერტიფიკატის შემთხვევაში ხდება. ამავე დროს, ეს ორი ქვეყანა დათანხმდა, მიიღოს მგზავრები, რომლებსაც ევროკავშირის მიერ გაცემული კოვიდ–სერტიფიკატები ექნებათ“, – ნათქვამია ევროკომისიის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა. სადღეისოდ ევროკავშირი სულ 45 ქვეყნის მიერ გაცემულ კოვიდ–სერტიფიკატებს აღიარებს. მათ შორის საქართველო ჯერ–ერობით არ არის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S