ნავალნისთან დაკავშირებული პუბლიკაციის გამო მღვდელი თანამდებობიდან გადააყენეს
29/10/2021 07:18:57 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ დიმიტროვგრადში მოღვაწე მართლმადიდებელი მღვდელი გიორგი სუხობოკი რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თანამდებობიდან დაითხოვა. ის მელეკესკის ეპარქიის პრესცენტრსა და საინფორმაციო-საგამომცემლო განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
33 წლის მღვდლის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა სუხობოკის მიერ სოციალურ ქსელში ალექსეი ნავალნისათვის ანდრეი სახაროვის პრემიის მინიჭების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება და იმის აღნიშვნა, რომ მზად არის, ჩამოართვას ხელი პოლიტიკოსს, რომელსაც მანამდე აკრიტიკებდა.
ირკვევა, რომ ანინულის შემდეგ მას დაუკავშირდა მელეკექსისა და ჩერდაკლინის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი დიოდორი და უთხრა, რომ მისი პროვოკაციული მოღვაწეობით ზემდგომნი დაინტერესდნენ და უთხრეს, რომ მას ასეთი პრესმდივანი არ უნდა ჰყავდეს.
ორი სასულიერო პირის საუბრის ჩანაწერი ნავალნის მომხრეთა იუთუბის არხზე გამოქვეყნდა, თუმცა ეპარქიის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ სუხობოკის პუბლიკაციას საერთო არაფერი აქვს მის გათავისუფლებასთან.


