სამხრეთ კორეამ აშშ-ს რუსეთის მოქალაქე გადასცა
29/10/2021 07:13:42 მსოფლიო
სამხრეთ კორეამ აშშ-ს რუსეთის მოქალაქე გადასცა.
ცნობილია, რომ აღნიშნულ პირს აშშ კიბერდანაშაულისთვის ეძებდა, თუმცა მისი ვინაობა არ მჟღავნდება.
ეჭვმიტანილი გასულ თვეში დააკავეს. მას ბრალად ედება თანამონაწილეობა მავნე პროგრამული უზრუნველყოფის, Trickbot-ის შემუშავებასა და გავრცელებაში, რომლის სამიზნე იყო აშშ-ის სკოლები, საავადმყოფოები და სამთავრობო სტრუქტურები.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში აშშ-ში ექსტრადირებულია ათობით ეთნიკური რუსი, რომლებსაც ჰაკერულ თავდასხმებში წაუყენეს ბრალდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აძლიერებს ბრძოლას კიბერდანაშაულის წინააღმდეგ.
Trickbot-ი, 2016 წელს შექმნილი მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, გამოიყენებოდა პირადი და ფინანსური ინფორმაციის მოპარვის მიზნით, რამაც დღესდღეობით ათობით მილიონი დოლარი მიაყენა აშშ-ის სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო უწყებას.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით Trickbot-ს ჯგუფი მოქმედებდა რუსეთში, ბელარუსში, უკრაინასა და სურინამში.


