ბაიდენი ევროპაში ტურნეს იწყებს
29/10/2021 07:02:33 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დღეს ევროპაში ჩავიდა. ჯოზეფ ბაიდენის ტურნეს პროგრამაშია ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების რომის სამიტი (ჯგუფი G-20), მოკავშირეებთან მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე და შეხვედრა რომლის პაპთან.
გარდა ამისა, ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს გლაზგოს კლიმატის კონფერენციაში.
ბაიდენის ევროპული პროგრამის პირველ პუნქტად 29 ოქტომბერს ვატიკანში რომის პაპთან შეხვედრა ფიგურირებს. როგორც ცნობილია, ბაიდენი ღრმად მორწმუნე კათოლიკეა. ამ კუთხით მისი წინამორბედი მხოლოდ ჯონ კენედი იყო (1961-1963).
G-20-ის ორდღიანი სამიტი რომში 30 ოქტომბერს გაიხსნება.


