Accentnews.ge
რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა ადვოკატი, რომელიც სავარაუდოდ, საქართველოში იმყოფება

რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა ადვოკატი, რომელიც სავარაუდოდ, საქართველოში იმყოფება

29/10/2021 06:24:35 მსოფლიო

რუსეთმა ძებნაში გამოაცხადა ადვოკატი ივან პავლოვი, რომელმაც სექტემბერში განაცხადა, რომ ქვეყანა დატოვა და საქართველოში გაემგზავრა. მას გამოძიების მასალების უკანონოდ გამჟღავნებას ედავებიან.

ივან პავლოვმა 28 ოქტომბერს საღამოს, ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ მისი ძებნილად გამოცხადების დადგენილება გამომძიებელს ჯერ კიდევ 20 სექტემბერს გამოუტანია, თუმცა, ივლისის შემდეგ, არც ის და არც მისი ადვოკატები გამომძიებელთან არ დაუბარებიათ. პავლოვი წერს, რომ მისი ადგილსამყოფლის დადგენა რთული არ არის და საკმარისია მხოლოდ დაურეკონ. უფლებადამცველის ინფორმაციით, ძებნილად მისი გამოცხადების შესახებ შეიტყვეს ჟურნალისტ ივან საფრონოვისგან, რომელსაც ეს გამომძიებელმა აცნობა.

ადვოკატ ივან პავლოვის წინააღმდეგ საქმე 2021 წლის აპრილში აღიძრა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ვერსიით, პავლოვმა შემდგომი გავრცელებისთვის უკანონოდ გამოიყენა ჟურნალისტის და „როსკოსმოსის“ თანამშრომლის, ივან საფრონოვის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით საქმის აღძვრის დადგენილება. უშიშროების სამსახურის ვერსიით, პავლოვმა საჯარო გახადა საქმეზე საიდუმლო მოწმის არსებობაც.

იურისტ ივან პავლოვის მიერ რუსეთში შექმნილმა ადვოკატთა გაერთიანებამ „გუნდი 29“ არსებობა 2021 წლის ივლისში შეწყვიტა, რადგან რუსეთის ხელისუფლებამ გაერთიანება „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. სექტემბერში პავლოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დატოვა და გაემგზავრა საქართველოში, სადაც დაიბადა მისი დედა, დაკრძალულია ბაბუა და, სადაც ბავშვობის წლები აქვს გატარებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S