Accentnews.ge
აფხაზეთში მაინერმა მძარცველების თავდასხმის მოგერიებისას მეგობარი მოკლა

აფხაზეთში მაინერმა მძარცველების თავდასხმის მოგერიებისას მეგობარი მოკლა

28/10/2021 16:48:38 კონფლიქტები

აფხაზეთში მაინერმა მძარცველების თავდასხმის შეიარაღებული მოგერიებისას მეგობარი მოკლა, - იუწყება აფხაზური მედია.

"მამაკაცების ჯგუფი შეეცადა, საკუთარი ძალებით აღეკვეთა კრიპტოვალუტის მოსაპოვებელი მოწყობილობების გატაცება, რომელსაც ხუთი მძარცველი ახორციელებდა. თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ, ისევე, როგორც მეპატრონე და მისი თანასოფლელები. მძარცველებთან დაპირისპიების დროს რ. ფაჩალიამ კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან გასროლით შემთხვევით მისი მეგობარი - ა. არძინბა დაჭრა. მიღებული ჭრილობების შედეგად ეს უკანასკნელი მალევე გარდაიცვალა», — ნათქვამია დე ფაქტო პროკურატურის განცხადებაში.

დაღუპულისა და ინციდენტის სხვა მონაწილეების ახლობლები ჯერ-ჯერობით კომენტარებს არ აკეთებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S