Accentnews.ge
ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დაგეგმვისა და აღსრულების თაობაზე შიდა მოკვლევის განკარგულება გასცა

ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დაგეგმვისა და აღსრულების თაობაზე შიდა მოკვლევის განკარგულება გასცა

28/10/2021 15:52:03 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დაგეგმვისა და აღსრულების თაობაზე შიდა მოკვლევის განკარგულება გასცა.

ბლინკენმა ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრისას შეაქო ავღანეთიდან ევაკუაციის ოპერაცია, თუმცა იქვე დასძინა, რომ საჭიროა, გამოცდილების შეფასება, რათა მომავალში მსგავსი სცენარის შემთხვევაში უკეთესად მოქმედება იყოს შესაძლებელი.

„ახლა, უკან მოხედვისას, ბევრი კითხვის დასმაა შესაძლებელი და უნდა დაისვას კიდეც: შეგვეძლო რამე სხვაგვარად გაგვეკეთებინა? შეგვეძლო ეს ნაბიჯი სხვანაირად გადაგვედგა? ჯერ ეს იდეა უნდა გვეცადა? შეგვეძლო ეს გადაწყვეტილება უფრო სწრაფად მიგვეღო? ჩვენ საკუთარი თავის, ჩვენი ავღანელი მეგობრების, პარტნიორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალი თანამშრომლების წინაშე ვართ ვალდებულნი, აღვბეჭდოთ ყველაფერი, გამოვიკვლიოთ და ეს გამოცდილება გამოვიყენოთ, რათა სამომავლოდ უკეთ მოვემზადოთ გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის", – განაცხადა ბლინკენმა.

მას შემდეგ, რაც ქაბული „თალიბანმა“ დაიკავა, აშშ-მა ავღანეთიდან 124 000–ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის აშშ-ის, ავღანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების. თუმცა ვაშინგტონს ქაოტური გამოსვლისა და ავღანეთში ათასობით ავღანელი პერსონალისა და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ამერიკელების დატოვების გამო დღემდე აკრიტიკებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S