
მეარაყიშვილი: "კოვიდ 19" მთელს რაიონში გავრცელდა, ექიმები არ გვყავს"
28/10/2021 14:47:47 კონფლიქტები, საზოგადოება
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ რეგიონში არსებული მძიმე ვითარების შესახებ იუწყება.
"ცუდი მდგომარეობა გვაქვს! მთელს რაიონში გავრცელდა "კოვიდ 19". ყოველდღე 20–მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება რაიონში, სადაც 800 მდე ადამიანი ცხოვრობს. ადგილზე ექიმები არ გვყავს. გვყავს, თუმცა მხოლოდ უწყისებში- როგორც ოსურში, ისე ქართულში",– წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, ადგილობრივები მკურნალობის კურსის გავლას სახლის პირობებში ან ცხინვალში ცდილობენ, ახალგორის საავადმყოფო კი დაცლილია როგორც ექიმებისგან, ისე პაციენტებისგან.
"წლებია, საავადმყოფოს [ახალგორის–რედ] ბუტაფორიას ვეძახი",– დასძენს მეარაყიშვილი.