Accentnews.ge
"იმედს" 27 ოქტომბრის აქციისა და სააკაშვილის საწინააღმდეგო კლიპის გამო ოქმი შეუდგინეს

"იმედს" 27 ოქტომბრის აქციისა და სააკაშვილის საწინააღმდეგო კლიპის გამო ოქმი შეუდგინეს

28/10/2021 14:14:25 პოლიტიკა, საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია "იმედს" ეთერში განთავსებული ორი ვიდეოკლიპის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. კომისიამ ამ საკითხზე დღეს იმსჯელა და მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეოკლიპები წინასაარჩევნო რეკლამა იყო, რომელიც კანონით გათვალისწინებული წესების გვერდის ავლით განთავსდა.

ერთი ვიდეოკლიპი "ქართული ოცნების" 27 ოქტომბრის აქციაზე დასწრების მოწოდება იყო, მეორე კი წინა ხელისუფლების კრიტიკული იყო - "ნაჩვენებია საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება მესამე პრეზიდენტის პატიმრობის მიმართ".

"კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლა აღნიშნული ვიდეორგოლები და მიიჩნია, რომ ორივე რგოლი შეიცავს საარჩევნო კამპანიის ნიშნებს და შინაარსობრივად განეკუთვნებიან პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის კატეგორიას, თუმცა ორივე განთავსებულია საარჩევნო კოდექსის დარღვევით", - აღნიშნავს კომისია.

აქვე განმარტებულია, რომ ვიდეოკლიპებს აუცილებლად უნდა ჰქონოდა მითითებული კონკრეტული პარტია და ამ პარტიის საარჩევნო ნომერი. საუბარია "ქართულ ოცნებაზე".

სანქციის გამოყენების საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. იდენტურ საკითხზე კომუნიკაციების კომისიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა "მთავარ არხს". ოპოზიციური არხი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S