Accentnews.ge
რუსეთი და АSEАN-ის ქვეყნები ზღვაზე უსაფრთხოების ერთობლივ დაცვაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და АSEАN-ის ქვეყნები ზღვაზე უსაფრთხოების ერთობლივ დაცვაზე შეთანხმდნენ

28/10/2021 11:17:39 მსოფლიო

რუსეთი და АSEАN-ის ქვეყნები ზღვაზე უსაფრთხოების ერთობლივ უზრუნველყოფაზე, თავისუფალ გადაადგილებასა და დავების გადასაჭრელად ძალის არგამოყენებაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთ-АSEАN-ის დიდი ფორუმის შემაჯამებელ დოკუმენტშია აღნიშნული.

"რუსეთისა და АSEАN-ის ქვეყნების პოზიციები საკვანძო საკითხებსა და რეგიონულ პრობლემებში დიდწილად ემთხვევა. მთავარია, რომ ყველანი აზია-წყნარი ოკეანეს დიდ სივრცეში თანასწორუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მხარდამჭერები ვართ და ახლა გაგვაჩნია რეალური შესაძლებლობა, ეს თანამშრომლობა გავაღრმავოთ, მათ შორის - სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერების, ეკონომიკების პოსტპანდემიური აღდგენის, ვაჭრობის წახალისების, ჰუმანიტარული კონტაქტების გაღრმავების კუთხით", - განაცხადა დოკუმენტის გაფორმებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაცია (Association of South East Asian Nations - АSEАN) 10 ქვეყნის გამაერთიანებელი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული რეგიონული სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც 1967 წლის 8 აგვისტოს ბანგკოკში АSEАN-ის დეკლარაციის გაფორმებიდან რამდენიმე წელიწადში - 1976 წელს ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიან ინდონეზია, მალაიზია, სინგაპური, ტაილანდი და ფილიპინები (თავდაპირველი დამფუძნებლები), ასევე ბრუნეი-დარუსალამი (ორგანიზაციას დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე - 1984 წელს შეუერთდა), ვიეტნამი (ორგანიზაციაში 1995 წელს გაწევრიანდა), ლაოსი და მიანმა (შეუერთდნენ 1997 წ.) და კამბოჯა (1999 წ.). 2002 წელს ამ ერთობაში დამკვირვებლის სტატუსი მოიპოვა აღმოსავლეთ ტიმორმა, რომელიც რიგით მეორე დამკვირვებელი გახდა პაპუა-ახალი გვინეის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S