
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განმარტოს უკრაინელი ჟურნალისტის ქვეყანაში არშეშვების მიზეზები
28/10/2021 09:49:07 პოლიტიკა, საზოგადოება
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის პროფესიულ მოვალეობებს და მისთვის საქართველოში შესვლის უარის საფუძვლები განმარტოს.
„უკრაინელ ჟურნალისტს დიმიტრი გორდონს საქართველოში შესვლაზე, ახსნა-განმარტების გარეშე უარი უთხრეს. იგი ციხეში მყოფ, მოშიმშილე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს გეგმავდა. რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განმარტოს მიზეზები და პატივი სცეს მის უფლებას, შეასრულოს თავისი მოვალეობა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ "ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გუშინ უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისის აეროპორტიდან უკრაინაში გაადეპორტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-2 დღეა, არ აქვს პასუხი, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი.