თურქეთმა რუსეთში თურქული მანდარინის ექსპორტის შეჩერების შესახებ მოსკოვის განცხადებას უპასუხა
28/10/2021 08:41:30 მსოფლიო
რუსეთის მიერ თურქული მანდარინის იმპორტის შეჩერება მხოლოდ ერთ თურქულ მიმწოდებელ კომპანიაზე ვრცელდება და თურქეთიდან მთელი იმპორტის აკრძალვას არ ნიშნავს, - ასე გამოეხმაურა თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო "როსსელხპოზნადზორის" განცხადებას.
- "როსსელხპოზნადზორმა" განაცხადა, რომ 29 ოქტომბრიდან მანდარინის ერთ-ერთი თურქული მიმწოდებლის - Fikret degirmenci-ს პროდუქციის იმპორტს "პესტიციდ ქლორპირიფოსის დასაშვებზე მაღალი ოდენობის აღმოჩენის მიზეზით" აჩერებს.
- "როსსელხპოზნადზორის" ამ გადაწყვეტლებას უკრაინული არმიის მიერ დონბასში თურქული წარმოების დრონის პირველი გამოყენება უძღოდა წინ.
"ჩვენს სამინისტროს ჯერ არ მიუღია "როსსელხოზნადზორის" ოფიციალური შეტყობინება ამ გადაწყვეტილების თაობაზე, თუმცა რამდენადაც გვესმის, იგი მხოლოდ ერთ თურქულ მიმწოდებელს ეხება. ეს ჩვეული საქმეა და თურქეთიდან მანდარინის მთელი იმპორტის აკრძალვას არ ნიშნავს" - განმარტავენ თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.


