Accentnews.ge
სახელმწიფო მინისტრი  უფრო ეფექტური შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საჭიროებაზე საუბრობს

სახელმწიფო მინისტრი  უფრო ეფექტური შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საჭიროებაზე საუბრობს

28/10/2021 08:11:03 კონფლიქტები

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი უფრო ეფექტური შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საჭიროებაზე საუბრობს. შესაბამისი განცხადება მან სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გააკეთა.

“ჩვენ შევიმუშავებთ ახლებურ ინიციატივებს და მიდგომებს იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა გახდეს საჭიროებებზე მორგებული",- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, სამთავრობო კიმისიის წევრები შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის შემდგომ ეტაპებზე შეთანხმდნენ.

„დღეს გაიმართა უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა, რომელზეც შერიგების პოლიტიკის განხორციელებაში ჩართულმა ყველა სახელმწიფო უწყებამ ერთობლივად ვიმსჯელეთ, სიღრმისეულად განვიხილეთ შერიგების პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანი და აქტუალური განზომილება. განსაკუთრებით იმ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მიმართულია ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისკენ, მათ შორის ნდობის აღდგენისა და დიალოგის განვითარებისკენ. ჩვენ ამავდროულად დღევანდელ სხდომაზე დავამტკიცეთ 2010 წლის ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის შეფასების დოკუმენტი, რომელიც მომზადდა ასევე ერთობლივად სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოოორდინაციით და ხელმძღვანელობით და ვიმსჯელეთ სტრატეგიული გადახედვის მომდევნო ეტაპებზე, კონკრეტულ გზებზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევიმუშავებთ ახლებურ ინიციატივებს და მიდგომებს იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა გახდეს საჭიროებებზე მორგებული და მეტად უფრო ეფექტიანი, რათა მიღწეულ იქნას შერიგება, ნდობის აღდგენა და ომით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოება",- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სამთავრობო კომისია 2011 წელს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მისი სამოქმედო გეგმის შესაბამისად შეიქმნა.

"კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები", – აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S