Accentnews.ge
რუსეთში აშშ-ის საელჩომ შესაძლოა, მომავალი წლიდან ფუნქციების უმრავლესობის შესრულება შეწყვიტოს

რუსეთში აშშ-ის საელჩომ შესაძლოა, მომავალი წლიდან ფუნქციების უმრავლესობის შესრულება შეწყვიტოს

28/10/2021 07:29:10 მსოფლიო

მოსკოვში აშშ-ის საელჩო თანამშრომლების მწვავე დეფიციტს განიცდის და მომავალი წლიდან შესაძლოა, ფუნქციების უმრავლესობის შესრულება შეწყვიტოს, თუ ამერიკული მხარე რუსეთთან დილომატებისთვის ვიზების გაცემის საკითხში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, - იუწყება "Guardian".

  • აშშ-მა და რუსეთმა ქვეყნებიდან ერთმანეთის ელჩები მიმდინარე წლის აპრილში გაიწვიეს, - მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიბერშეტევებისა და ამერიკულ არჩევნებში ჩარევის გამო ქვეყნიდან 10 რუსი დპლომატი გააძევა. ივნისში ელჩები დაბრუნდნენ, თუმცა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს შტატი თითქმის 10-ჯერ - 120-მდე შემცირდა.

  • ოქტომბრის დასაწყისში მოსკოვში აშშ-ის საელჩომ ვიზების გაფორმება შეწყვიტა და მას შემდეგ ამერიკაში მოსახვედრად რუსეთის მოქალაქეებს ვარშავაში აშშ-ის საელჩოსთვის უწევთ მიმართვა.

"აუცილებელია, უახლოეს ხანებში მივაღწიოთ პროგრესს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფუნქციების მინიმუმამდე შეკვეცა მოგვიწევს, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით დიპმისიის შენარჩუნებას" - განუცხადა, გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტებს საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S