საფრანგეთი ლუკაშენკოს ოჯახს ადამიანებით ვაჭრობაში ადანაშაულებს
28/10/2021 07:07:49 მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოჯახი ადამიანებით ვაჭრობაში დაადანაშაულა, – იუწყება ფრაბგული მედია.
"ლუკაშენკოს ოჯახის მიერ ორგანიზებულია ტრეფიკინგი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ევროკავშირში, კომერციული ავიარეისების და წინასწარ განსაზღვრული მარშრუტების გამოყენებით", – განაცხადა ევროპის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა კლემან ბონმა სენატში საკომიტეტო მოსმენისას.
როგორც ფრანგული მედია წერს, ევროკავშირში ეჭვობენ, რომ ბელარუსის რეჟიმს ქვეყანაში თვითმფრინავებით ჩაჰყავს მიგრანტები ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებიდან და მათ გზას უხსნის მეზობელი ლიეტუვისა და პოლონეთისკენ.


